Friday, July 19, 2013

შუშანიკის წამება

1.      გაკვეთილის თემა
„შუშანიკის წამება“ - ისტორიული და ლიტერატურული წყარო
2.      სწავლების საფეხური და კლასი
მე-3 საფეხური, მე-10 კლასი
3.      ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლების სახელი, გვარი
საგნები
მასწავლებლ   (   ებ   )   ის სახელი, გვარი
ქართული ლიტერატურა
საქართველოს ისტორია
deviZe maka
ვარდოსანიძე იზოლდა
4.      მოსწავლეთა რაოდენობა
    21
5.      განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
ასეთი მოსწავლე არ არის
6.      გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების მიხედვით)
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ განასხვავონ ლიტერატურული და ისტორიული მასალა ერთმანეთისაგან, დაასკვნიან, რომ „შუშანიკის წამება“ არის როგორც ლიტერატურული ძეგლი, ასევე ისტორიული დოკუმენტი. 
7.      ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ქართ.X.7   . მოსწავლე განასხვავებს ტექსტში ფაქტობრივ, კონცეპტუალურ და ქვეტექსტურ ინფორმაციას.  
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე : ამოკრებს ტექსტიდან ფაქტობრივ ინფორმაციას.
ქართ.X.9.   მოსწავლე კითხულობს, აანალიზებს სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ ნაწარმოებს.  
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე  : აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტთას და თანამედროვეობასთან (მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორ აისახა ისტორიული ვითარება, ეპოქის კულტურული და ლიტერატურული ტრადიციები ამა თუ იმ ნაწარმოებში
ისტორია.   X.1   .ისტორიული ინტერპრეტაცია და კვლევა.
     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:აანალიზებს და აფასებს ერთი
   და იმავე მოვლენის განსხვავებულ ინტერპრეტაციებს,                                                               
 ისტორია.   X.3   .   ისტორიული კვლევის ჩატარება და დაგეგმვა.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:დამოუკიდებლად ან     მასწავლებლის დახმარებით ირჩევს საკვლევად მისთვის საინტერესო ისტორიულ საკითხს.(მოსწავლის არჩევანი შეიძლება განაპირობოს ისტორიულ თემატიკაზე შექმნილი მხატვრული ლიტერატურით დაინტერესებამ).
8.      თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
1-ლი აქტივობა : მინი-ლექცია.          (10 წუთი)
 მასწავლებელი აჯამებს შესწავლილ მასალას, ყურადღებას ამახვილებს, რომ მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ ჰაგიოგრაფიისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი თავისებურება, რომ ხელოვნებას ამ დროს მხოლოდ განსწავლის ფუნქცია ეკისრებოდა და არა ესთეტიკური ტკბობისა. მოსწავლეებს უკვე ნასწავლი აქვთ რ. სირაძის ესე „შუასაუკუნეობრივი მოძღვრება ადამიანზე“, ახსენებს მათ რამდენიმე საკითხს :
                 1. რა არის სულიერი და ხორციელი ბუნება ?
                 2. როგორ მიიღწევა ბედნიერება ტანჯვის გზით ?
                 3. რა არის ჭეშმარიტი ბედნიერება?
                 4. შუა საუკუნეები და რენესანსი                                      
მე-2 აქტივობა : ჯგუფური მუშაობა         (15 წუთი.)
კლასი დაყოფილია 2 ჯგუფად, თითოეულს მიეცემა შემდეგი დავალებები :
           პირველი ჯგუფი

1. რა მნიშვნელობა აქვს „შუშანიკის წამებას“ ქართული მწერლობისთვის?
2. ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის სპეციფიკურ დანიშნულებას შეადგენს   თუ არა აისახოს ისტორია?
3. რამ გამოიწვია ამ ტექსტში ისტორიზმის სიჭარბე?
4.“კაცი ერთი სპარსის“ლიტერატურული სახე.

            მეორე ჯგუფი

  1. დაასახელეთ ისტორიული და ლიტერატურული ფაქტები ნაწარმოებში.
  2. ტექსტის მიხედვით, შეიძლება თუ არა ვიმსჯელოთ ვახტანგ გორგასალისა და პიტიახშის ურთიერთობაზე ?როგორ?
  3. რატომ ცდილობს ვარსქენი სპარსეთის მეფის მფარველობის მოპოვებას?
  4. “კაცი ერთი სპარსის “ისტორიული სახე.
         
მე-3 აქტივობა : პრეზენტაცია        (12 წუთი.თითოეულს 6-6 წუთი)

მოსწავლეების მიერ არჩეული პრეზენტატორები კლასს გააცნობენ
ჯგუფების მიერ შემუშავებულ თეზისებს.იმსჯელებენ მიცემულ დავალებაზე. 
                    
9.      შეფასება
მოსწავლეები ფასდებიან როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასებით.                                                                                              (5 წუთი)
მოსწავლეებს დავალებად ეძლევათ სახელმძღვანელოში მოცემული ანალიტიკური კომენტარი და ინტერპრეტაცია.                                     (3 წუთი)
10.        საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები

გაკვეთილზე გამოიყენება კომპიუტერი(მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ ტიციანისა და მიქელანჯელოს „ჯვარცმის“ სურათებს და შეადარებენ სინას მთისა და იშხანის „ჯვარცმას“.
ინფორმაციის წყაროები (ნაბეჭდი, ელექტრონული და სხვა..)
მე-10 კლასის სახელმძღვანელო
რ. თვარაძე - თხუთმეტსაუკუნოვანი მთლიანობა
გრ. ფარულავა - ქართული მწერლობის სათავეებთან
ივ. ჯავახიშვილი - ქართველი ერის ისტორია

ელექტრონული (კომპიუტერული) პროგრამები და რესურსები

OpenOffice.Org Presentation, OpenOffice.Org spreadsheet, gimp, და სხვა.. ),   ვებ-გვერდები და სხვა ელექტრონული რესურსები (earth.google.com, wikipedia…)

Sunday, June 9, 2013

სათაური - Заглавие - başlıq(başlık) - վերնագիր - Title

xaxoxaqax

გაკვეთილის თემა - Тема урока - Dərs mövzu / mövzu(Ders konu / tema) - Դաս թեման / թեման

avandakan tntesakan gortuneuriun@ vrastanym


საგნობრივი სფერო - Предметная область - mövzu(Konu alanı) - Թեմա տարածք - Subject area

hasarakagitakan ararka

სამიზნე ჯგუფი - Целевая группа - hədəf qrupu(hedef kitle) - նպատակային խումբ - Target group

5dasaran

მიზნები და ამოცანები - Цели и задачи - Məqsəd və vəzifələr(Amaç ve hedefleri) - Նպատակները եւ խնդիրները - Goals and objectives

canotacnel vortex e zargacac xaxoxagorcytyn@

შინაარსი - Содержание - məzmun(içerik) -պարունակություն - Content

canotacnel xaxoxi berqahavaqi kanonnerin

ინსტრუმენტები - Инструменты

qartez

მეთოდიკა - методика - metodika (yöntemler) - մեթոդներ - Methods

xmbakain

შეფასება - Оценка - Qiymətləndirmə(değerlendirme) - գնահատում - Evaluation / assessment

lav

რეფლექსია - Размышления учителя - müəllim əks (öğretmen yansımaları) - ուսուցիչ Մտորումներ -

hasa npatakis